შესახებ
ბლოგის მიზანია კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს ნებისმიერი მოსაზრება, დოგმა, სწავლება, განცხადება თუ თეორია, რომელიც ობიექტურ და უტყუარ ჭეშმარიტებად არის მიჩნეული ადამიანების გარკვეული ჯგუფების მიერ და რომლებიც ჩვენი საზოგადოების და მისი თითოეული წევრის ცხოვრებაზე როგორც წასრულშიც, ასევე აწმყოში ახდენენ ზეგავლენას მიუხედავად ამ მოსაზრებების ჭეშმარიტობის დამადასტურებელი ობიექტური საბუთის არ არსებობისა.
ხშირად ასეთი სწავლებები ემყარება ავტორიტეტების მოსაზრებებს და მათი ჭეშმარიტობის დამადასტურებელ საბუთად თავად მოსაზრების ავტორი ითვლება ხოლმე.
ბლოგში ავტორიტეტებს, როგორც ამა თუ იმ მოსაზრების გამამყარებელ არგუმენტს და საბუთს დაუპირისპირდება არა სხვა ავტორიტეტები, არამედ ლოგიკით და მეცნიერული კვლევებით გამყარებული რაციონალური არგუმენტები.
სკეპტიციზმ-ი [< ბერძ. skepsis განხილვა] –
1. იდეალისტური ფილოსოფიური მიმართულება, რომელიც უარყოფს ობიექტური სინამდვილის შემეცნების შესაძლებლობას.
2. კრიტიკული, უნდობლური დამოკიდებულება, დაეჭვება რისამე სისწორეში ან შესაძლებლობაში.
Source: უცხო სიტყვათა ლექსიკონი

დიდი სიამოვნებით გავეცნობოდი ახალ პოსტებს ამ ბლოგზე :პ