jump to navigation

პარაფსიქოლოგია, ნათელმხილველები და ჯეიმს რენდი August 15, 2009

Posted by geoskeptic in სასწაულები და მისტიკა.
Tags: , , , , , , , , , , , , , ,
trackback

ჯეიმს რენდი

James Randi

ცნობილი სკეპტიკოსი ჯეიმს რენდი 1928 დაიბადა კანადაში და თავდაპირველად სახელი გაითქვა, როგორც ილუზიონისტმა სასცენო სახელით The Amazing Randi (გასაოცარი რენდი). მას მერე რაც რენდის 60 წელი შეუსრულდა მან თავი მიანება ილუზიონიზმს და პარანორმალური და ზებუნებრივი განცხადებების კვლევა და მხილება დაიწყო.

დღეს ჯეიმს რენდი ცნობილია სწორედ როგორც ფსევდომეცნიერების, პარანორმალური, განცხადებების გამომწვევი, რომელსაც არაერთი შარლატანობა აქვს გამომჟღავნებული და მხილებული. მას საბჭოთა კავშირშიც აქვს ნამოგზაურები პარანორმალური მოვლენების გამოკვლევის მიზნით (საინტერესო დოკუმენტური ფილმი: http://www.youtube.com/watch?v=dTXmo4_LR4w)ის ამავე დროს არის ჯეიმს რენდის საგანმანათლებლო ფონდის ( http://www.randi.org/ ) დამაარსებელი.

მილიონ დოლარიანი გამოწვევა

ჯეიმს რენდის საგანმანათლებლო ფონდი მილიონ აშშ დოლარს პირდება ნებისმიერს, ვინც შეძლებს გარკვეული პროტოკოლის დაცვით, მეცნიერული ექსპერიმენტის პირობებში საკუთარი ზებუნებრივი თუ პარაფსიქოლოგიური ნიჭის დამტკიცებას. საინტერესოა ამ გამოწვევის ისტორიაც. 1964 წელს ჯილდო მხოლოდ 1.000 ამერიკული დოლარი იყო. თუმცა დონორების დახმარებით ის მილიონ დოლარამდე გაიზარდა.

ფონდის ვებსაიტის განცხადებით 1964-დან 1982 წლამდე 650-ზე მეტმა ადამიანმა შეავსო ოფიციალური განცხადება გამოწვევის მისაღებად, თუმცა ჯერჯერობით ვერც ერთმა ვერ შეძლო საკუთარი პარაფსიქოლოგიური შესაძლებლობების დამტკიცება (წყარო: http://www.randi.org/site/index.php/1m-challenge.html )

პირისპირ მედიუმებთან ლარი კინგის შოუში

ჯეიმს რენდიმ 2001 წლის 3 სექტემბერს ლარი კინგის ცნობილ ტელეგადაცემაში მიიღო მონაწილეობა ცნობილ მედიუმთან სილვია ბრაუნთან ერთად. ამ გადაცემის დროს სილვია ბრაუნმა მიიღო რენდის გამოწვევა, ლარი კინგმა კი განაცხადა, რომ მიუკერძოებელი შუამავლის როლს იკისრებდა ექსპერიმენტში. თუმცა როგორც ცნობილია სილვია ბრაუნმა მოგვიანებით გადაიფიქრა საკუთარი პარაფსიქოლოგიური ნიჭის დამტკიცება და რენდის არ დაკავშირებია.

მოკლე ნაწყვეტი 2001 წლის 3 სექტემბრის ლარი კინგ შოუდან:

აღსანიშნავია ალბათ ისიც, რომ ეს გადაცემა 11 სექტემბრის ტრაგედიამდე რამოდენიმე დღით ადრეა ჩაწერილი. თუმცა ნათელმხილველმა გარდაუვალი ტერ.აქტის შესახებ სიტყვაც კი არ დაძრა.

2007 წლის 26 იანვარს რენდი კიდევ ერთხელ გამოჩნდა ლარი კინგის სტუდიაში, ამჯერად მასთან ერთად გადაცემაში მონაწილეობას როზმარი ალთეა იღებდა, რომელიც სილვია ბრაუნის მსგავსად ცნობილი მედიუმია. გადაცემა ეძღვნებოდა რამოდენიმე წლის წინ გაუჩინარებული თინეჯიერის შონ ჰორნბეკის გამოჩენას. პოლიციამ მოახერხა გამტაცებელის დაკავება და მშობლებს 4 წლის წინ გაუჩინარებული შვილი დაუბრუნა. ადამიანის გატაცების ამ კონკრეტულმა შემთხვევამ ყურადღების ცენტრში არა მხოლოდ გატაცებული და მისი ოჯახი, არამედ ნათელმხილველი სილვია ბრაუნიც მოაქცია. ამ უკანასკნელმა ბავშვის გაუჩინარებიდან რამოდენიმე თვის გასვლის შემდეგ სატელევიზიო შოუში შონის მშობლებს აუწყა, რომ მათი შვილი მუქ კანიანმა, მაღალმა ესპანური წარმოშობის მამაკაცმა გაიტაცა და რაც მთავარია შონი ცოცხალი აღარ იყო. ოთხი წლის შემდეგ გაირკვა, რომ ნათელმხილველი ყველა პუნტში შეცდა! გარდა ამისა შონის მშობლებმა მოგვიანებით განაცხადეს ისიც, რომ მედიუმი მათგან 700 დოლარს ითხოვდა 20 წუთიანი სესიისთვის.

ნაწყვეტი ტელე შოუდან სადაც სილვია ბრაუნი, დარწმუნებული იმაში, რომ შონ ჰორნბეკი ცოცხალი აღარაა სავალალო შეცდომებს უშვებს მცდარი “წინასწარმეტყველებების” გაკეთებითhttp://www.youtube.com/watch?v=WWlscV3mvL4
Larry King Live 2007 წლის 26 იანვარი. ჯეიმს რენდი და ნათელმხილველი როზმარი ალთეა: http://www.youtube.com/watch?v=ehYIXAbM3Ss
ჯეიმს რენდის და მილიონ დოლარიანი გამოწვევის შესახებ კომენტარს აკეთებს: http://www.youtube.com/watch?v=sesamjLNHlU&feature=fvw
როგორ პასუხობენ ცნობილი მედიუმები ჯეიმს რენდის გამოწვევას: http://www.youtube.com/watch?v=RjP5edtqqlw

ადამიანის გულუბრყვილობა

პეტერ პოპოვი, 1946 წელს დაბადებული ტელევანგელისტი თავის შოუებზე მისთვის უცნობ დამსწრეთა მისამართებს, სახელებს და დაავადებებს უშეცდომოდ ასახელებდა და ამას მისთვის ღმერთის მიერ ბოძებულ ნიჭით ხსნიდა. 1983 წელს ჯეიმს რენდიმ, რომელიც თანაშემწესთან ერთად პოპოვის რამოდენიმე შოუს დაესწრო მოახერხა გამოემჟღავნებინა პოპოვის საიდუმლო. კერძოდ კი ერთ–ერთ ასეთ შოუზე რადიო მიმღების მეშვეობით რენდიმ მოახერხა საკმაოდ საინტერესო რადიო ტრანსმისიის დაჭერა და დაფიქსირება, როდესაც პეტერ პოპოვს მისი ცოლი ელიზაბეთ პოპოვი რადიო გადამცემის მეშვეობით კარნახობდა შოუს დამსწრეთა მდებარეობას დარბაზში, მათ სახელებს, მისამართებს და დაავადებებს. რენდიმ ეს ინფორმაცია ტელეგადაცემა The Tonight Show Starring Johnny Carson–ის ეთერის მეშვეობით გაავრცელა რის შემდეგაც პოპოვის პოპულარობა მკვეთრად დაეცა და საბოლოოდ ის გაკოტრდა.

ალბათ იფიქრეთ, რომ კიდევ ერთი შარლატანის საქმიანობა ჩაბარდა წარსულს… თუმცა როგორც ჩანს ადამიანის გულუბრყვილობას საზღვარი ნამდვილად არ აქვს. პეტერ პოპოვი ფინანსურად ფეხზე დადგა და დღეს აგრძელებს ძველ საქმიანობას – საკმაოდ დიდი წარმატებითაც. ის ატარებს ძვირადღირებულ ავტომობილს, ცხოვრობს ფეშენებელურ ბინაში, ისევ აწყობს ძველებურ თეატრალიზებურ შოუებს სადაც ის სხვა და სხვა დაავადებას “კურნავს”, მოსახლეობისგან იღებს შემოწირულობებს და ყიდის “სასწაულებრივ წყალს”, რომლის დალევაც მისი განცხადებით ჯანმრთელობისათვის სასარგებლოა და სნეულებებს კურნავს.

პეტერ პოპოვის მეორედ მოსვლა:

ცივი გონებით

რაც არ უნდა განაცხადონ პარაფსიქოლოგებმა ფაქტია, რომ ჯერ საკუთარი ზებუნებრივი ნიჭი მეცნიერული ექსპერიმენტის პირობებში არავის დაუმტკიცებია. შესაძლებელია ვინმეს ასეთი ნიჭი გააჩნია კიდეც, მაგრამ ეს ჯერ არ დამტკიცებულა. სამაგიეროდ როგორც ვნახეთ არაერთი სიყალბე გამომჟღავნებულა და დიდი ალბათობით მომავალშიც გამომჟღავნდება. ყოველთვის იყვნენ და ალბათ კიდევ დიდი ხანი იქნებიან ადამიანები, რომლებიც სხვა ადამიანების პირადი ტრაგედიით, გულუბრყვილობით თუ უბრალოდ რიგ სფეროებში ნაკლებად გათვითცნობიერებულობით ისარგებლებენ ფულის, სახელის და ძალაუფლების მოსახვეჭად. ამისათვის საჭირო არაა რაიმე ზებუნებრივ ნიჭს ფლობდე, ისიც საკმარისია სხვისი დარწმუნება შეძლო იმაში რომ ასეთი ნიჭი გაგაჩნია. მეთოდები იმაზე მარტივი ვიდრე წარმოგვიდგენია. მაგალითისათვის სეანსამდე მსხვერპლზე სხვა და სხვა წყაროს მეშვეობით მაქსიმალური ინფორმაციის მოგროვება. სეანსისას მსხვერპლისგან სასარგებლო ინფორმაციის გამოძალვა და შემდეგ ამ ინფორმაციის გამოყენება და ბოლოს უბრალო დაკვირვების უნარი. ხშირად მედიუმები ძალიან ზოგად ინფორმაციას აწვდიან კლიენტს. მაგალითად “მე ვხედავ ასო ი–ს. თუმცა ეს შეიძლება ა–ც იყოს ან თუნდაც ე.” შემდეგ აღმოჩნდება რომ კლიენტის რომელიმე ახლობლის სახელი ან გვარი იწყება ან ა, ან ი, ან ე ასოთი რასაც კლიენტი ადასტურებს და ამის შემდეგ მედიუმი გადადის უკვე თავად სახელის გამოცნობაზე.

ნუ ვიქნებით გულუბრყვილოები. პოპოვის და სილვია ბრაუნის მსგავსი შარლატანებით სავსეა მსოფლიო. გვახსოვდეს, რომ ყველაფერს აქვს რაციონალური ახსნა რაც არ უნდა აუხსნელი გვეჩვენებოდეს ერთი შეხედვით. საჭიროა მხოლოდ სკეპტიკური, ცივი გონებით მიდგომა, კრიტიკული ანალიზი და მოთმინება, კვლევა, ძიება.

და ბოლოს ქართველ პარაფსიქოლოგებს მოვუწოდებ ჯეიმს რენდის გამოწვევა მიიღონ და დაუმტკიცონ მას რომ ის მწარედ ცდება. წარმატების შემთხვევაში ისინი მილიონი დოლარის გარდა უდიდეს პოპულარობას და აღიარებას მოიპოვებენ და შემდეგ მშვიდად შეძლებენ თანამემამულეებისათვის პარაფსიქოლოგიური დახმარების უსასყიდლოდ გაწევას. ვგონებ ურიგო შემოთავაზება არ უნდა იყოს.

r

Comments»

1. ლიშთოთა - August 15, 2009

პოპოვზე განსაკუთრებით ვიხალისე ლოლ
მაგარია

2. piccolina - August 17, 2009

omg მიყვარს სულელი ხალხი <3
აი, აკა, წარმოიდგინე, ხალხი რომ ასეთი სულელი არ იყოს რამდენი ადამიანი ვერ იშოვიდა ფულს
ხალხს მოსწონს იმის დაჯერება რომ რაღაცის გაკეთება ტრადიციული ხერხების გვერდის ავლით შეიძლება. მაგალითად ადამიანის პოვნა ტრაკის ზედმეტი განძრევის გარეშე ან განკურნება ოპერაციაში ზედმეტი ფულის გადახდის გარეშე ან გამდიდრება ჯასთ სახლში ჯდომით და შელოცვებით )))
როგორც სჭირდებათ რომ ვიღაც ტიპის სჯეროდეთ, რომელსაც ღმერთი ქვია, ეგრე სჭირდებათ მაგ ნათელმხილველების და რაღაცეების დაჯერება

პ.ს. ისე გააკეთებდა კაცი კაი ბიზნესს

3. pallenberg - September 11, 2009

ტაქს კიდევ ერთი კარგი ბლოგი. follow follow:) კონცეპტი მომეწონა განსაკუთრებით. ხანდახან შეიძლება აბსოლიტური სიმართეებიც დააყენო კითხვისნიშნის ქვეშ, სად შეიძლება აბრეინსტორმინგმა წაგიყვანოს ამ შემთხვევაში!? დაველოდები ასეთ პოსტს.

4. Taba - September 19, 2009

ძალიან კარგი ბლოგია ! :)

ერთ ამბავს მოვყვები ამ თემაზე:
ერთ ჩემს ახლობელ ადამიანის ძმა დაიკარგა , დიდი ალბათობით მოკლეს. ოჯახმა ფული შეაგროვა და ვანგასთან ბულგარეთში მიდიოდნენ, რამოდენიმე ადამიანი ვაცილებდით. მოკლედ გზაზე საუბრობენ და ერთი წამსვლელი(ცოლი) ამბობს ფული არ გვეყოფაო, რატომო? იქნებ რა გვითხრას და სად მოგვიწიოს გადაფრენაო :) ქმარმა გაკვირვებულმა შეხედა და შენ ვანგა უშიშროების გენერალი ხომ არ გგონიაო.ვანგამ მიიღო და გააკვირვა კიდეც , გარეთ გამოსულა და ეს წყვილი საქართველოდანაა და ურიგოდ უნდა მივიღოო, ჩაწერით იყო და რომ სცოდნოდა არაა გასაკვირი თან წინასწარ მოუყოლიათ ჩაწერისას ყველაფერი :) მოკლედ ცოცხალია და სამ წელში დაბრუნდებაო. მას მერე ალბათ 20 წელია გასული და საერთოდ არაფერია ცნობილი. :D

5. utsnobi - October 26, 2009

gazarmacdi ymacvilo, ratom agar cer?

6. rodrigo santoro - March 23, 2010

muagari blogia da kargi nisha aqvs blogs!!

sizarmace arafris didebiT!!

7. girlwithparanoia - October 11, 2010

ძალიან მომეწონა..
წაგიკითხავ ხოლმე აწი :D


Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s

Follow

Get every new post delivered to your Inbox.